ისტორია

საფეხბურთო კლუბი ,,მეტალურგი“- დაარსდა 1948 წელს მეტალურგის სახელით და 1990 წლამდე გამოდიოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ლიგაში. 1990 წელს გუნდს სახელი შეცვალა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში „გორდას“ სახელით დაიწყო ასპარეზობა. 2006 წელს გუნდს „ოლიმპი“ ეწოდა, ხოლო 2011 წელს პირვანდელი სახელი „მეტალურგი“ დაუბრუნდა. 2006 წლიდან „ოლიმპმა“ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა და დღემდე საკმაოდ წარმატებით გამოდის. პირველივე წელს რევაზ ძოძუაშვილის მწვრთნელობის პერიოდში, გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. 2008-2009 წლების სეზონში „ოლიმპი“ ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მესამე ადგილის და საქართველოს ფინალისტი გახდა. 2009-2010 წლების სეზონში „ოლიმპმა“ ისტორიაში მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ამავე წელს კლუბი საქართველოს სუპერ თასსაც დაეუფლა. 2011 წელს კი კლუბმა უკვე „მეტალურგის“ სახელით ევროპის ლიგაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. პირველად სომხური „ბანანცი დაამარცხა (1:0; 1:1), შემდეგ კი ყაზახეთის „ირტიში“ (1:1; 2:0) 2011–2012 წლების სეზონში „მეტალურგმა“ ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა. ევროპის ლიგაზე კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. ალბანეთის ვიცე-ჩემპიონი „ტეუტა“ ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა.